Oribu შვილებისგან შთაგონებული ბრენდია. იდეა მაშინ გაჩნდა, როცა დავინახეთ, როგორ იზრდებიან ბავშვები უფროსებისთვის შექმნილი ავეჯის გარემოცვაში - ავეჯში, რომელიც ჩვენთვის კომფორტულია, მაგრამ მათთვის დიდი და მოუხერხებელი. ჩვენ გვჯერა, რომ პატარებს საკუთარი სამყაროს, რიტმისა და მასშტაბის ავეჯი სჭირდებათ. სწორედ ამ იდეით შეიქმნა Oribu - ქართული საბავშვო ავეჯის ბრენდი, რომელიც ბავშვებზეა მორგებული და მათ ყოველდღიურობას უფრო სახალისოს და კომფორტულს ხდის.
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.