Oribu-ს ავეჯი შექმნილია 1 წლიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. პროდუქტების ზომები და ფორმები გათვლილია ბავშვის სიმაღლესა და ყოველდღიურ აქტივობებზე.
ჩვენ ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა ფლაივუდს. საღებავები და ლაქები არის წყლის ბაზაზე დამზადებული, სერტიფიცირებული და სრულიად უსაფრთხო ბავშვებისთვის.
დიახ. Oribu-ს ყველა პროდუქტი დამზადებულია EN71 სტანდარტების შესაბამისად, რაც გულისხმობს საბავშვო პროდუქტებისთვის აუცილებელ უსაფრთხოების მოთხოვნებს. ყველა ზედაპირი და გამოყენებული დეტალები გათვლილია ყოველდღიური, უსაფრთხო გამოყენებისთვის.
EN71 არის ევროპული უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საბავშვო პროდუქტები (სათამაშოები, ავეჯი და ბავშვთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი ნივთები), რათა მათი გამოყენება იყოს უსაფრთხო.
ეს სტანდარტი სავალდებულოა ევროკავშირის ქვეყნებში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და სანდო რეგულაციად საბავშვო პროდუქციისთვის.
EN71 არეგულირებს:
პროდუქციის გამოჭრა ხდება თანამედროვე დანადგარებით, ხოლო დამუშავება სრულად ხელით სრულდება, რაც უზრუნველყოფს სიზუსტეს და დეტალებზე განსაკუთრებულ ორიენტირებას.
არა. Oribu-ს ავეჯი შექმნილია იმ მიზნით, რომ იყოს მაქსიმალურად მარტივად ასაწყობი. ყველა პროდუქტს მოყვება დეტალური ინსტრუქცია და საჭირო ელემენტები.
მიწოდების ვადა დამოკიდებულია მდებარეობაზე და შეკვეთის დეტალებზე, ასევე ვადები მითითებულია შეკვეთების გვერდზე.
დიახ. შეკვეთა შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერ დროს, ხოლო სურვილის შემთხვევაში მარტივად გააუქმოთ.
Oribu-ს ავეჯის მოვლა მარტივია. რეკომენდებულია ზედაპირის გაწმენდა რბილი, ოდნავ ნესტიანი ქსოვილით. ქიმიური საწმენდი საშუალებების გამოყენება საჭირო არ არის.
თუ პროდუქტი მიწოდებისას დაზიანებულია ან არ შეესაბამება შეკვეთას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ჩვენ ვუზრუნველყოფთ პრობლემის სწრაფ და სამართლიან გადაწყვეტას.
ამ ეტაპზე Oribu გთავაზობთ მზა კოლექციას.
Oribu-ს ავეჯი დამზადებულია საქართველოში, პასუხისმგებლობითა და ხარისხზე ორიენტირებით.
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.