ჩვენს შესახებ

/
ჩვენს შესახებ

Oribu - ხის ავეჯი ბავშვებისთვის

Oribu შვილებისგან შთაგონებული ბრენდია. იდეა მაშინ გაჩნდა, როცა დავინახეთ, როგორ იზრდებიან ბავშვები უფროსებისთვის შექმნილი ავეჯის გარემოცვაში – ავეჯში, რომელიც ჩვენთვის კომფორტულია, მაგრამ მათთვის დიდი და მოუხერხებელი.

ჩვენ გვჯერა, რომ პატარებს საკუთარი სამყაროს, რიტმისა და მასშტაბის ავეჯი სჭირდებათ. სწორედ ამ იდეით შეიქმნა Oribu – ქართული საბავშვო ავეჯის ბრენდი, რომელიც ბავშვებზეა მორგებული და მათ ყოველდღიურობას უფრო სახალისოს და კომფორტულს ხდის.

ჩვენთვის, როგორც ყველა მშობლისთვის, დიზაინი, ფუნქცია და ეკოლოგიურობა თანაბრად მნიშვნელოვანია.

ჩვენი მიზანი და ფილოსოფია

Oribu-ს მიზანია შეიქმნას პრაქტიკული და უსაფრთხო პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ განვითარებას.

ბრენდის ფილოსოფია კი ეფუძნება რწმენას, რომ გარემო, რომელშიც პატარა იზრდება, პირდაპირ აისახება მის სიმშვიდესა და სამომავლო განვითარებაზე.

რატომ ორიბუ?

Oribu გაძლევთ შესაძლებლობას განათავსოთ შეკვეთა ნებისმიერ დროს და სურვილის შემთხვევაში მარტივად გააუქმოთ იგი.

Shopping Cart0

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.