ზოგადი დებულებები

oribu.ge-ს ვებგვერდის ადმინისტრაცია ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა ინტერნეტ სივრცეში.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს კომპანიის პოლიტიკას და პროცედურებს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და გამჟღავნების მიმართ, როდესაც ვებგვერდზე შემოსვლით მომხმარებელი ეცნობა განთავსებულ საქონელს, რეკლამებს, აქციებს, ზოგად ინფორმაციას.

პირადი მონაცემების შეგროვებას ჩვენ ვახდენთ შემდეგი მიზნებისთვის:

  • ვებგვერდის ვიზიტორებთან კომუნიკაცია
  • მომხმარებელთა მონაცემების დამუშავება ონლაინ გაყიდვებისთვის
  • მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება
  • ვებგვერდის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი სერვისების მიწოდება
  • ქვემოთმოყვანილი სხვა ნებისმიერი მიზანი

ვებგვერდზე სტუმრობით და სერვისის გამოყენებით თქვენ, როგორც მომხმარებელი, ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის შეგროვების და გამოყენების პირობებს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

ტერმინთა განმარტება

კომპანია — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ორიბუ დიზაინ” (ს/ნ 405715588)

ვებგვერდი — https://oribu.ge/

მოწყობილობა — ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს სერვისზე წვდომას (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, პლანშეტი და სხვ.)

პერსონალური მონაცემები — ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს

სერვისი — ვებგვერდთან, რეკლამასთან ან აპლიკაციასთან დაკავშირებული მომსახურება

მონაცემების გამოყენება — სერვისის გამოყენების შედეგად ავტომატურად გენერირებული ტექნიკური მონაცემები

მომხმარებელი — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს სერვისით

წესები და პირობები — წინამდებარე დოკუმენტი და მისი დანართები, რომლებიც არეგულირებს ვებგვერდის გამოყენებას

პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება

ჩვენ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე. მომხმარებლის თანხმობით, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა შევაგროვოთ და დავამუშავოთ შემდეგი პირადი მონაცემები:

  • სახელი და გვარი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელ.ფოსტის მისამართი
  • მიწოდების მისამართი (მომხმარებლის მისამართი, ქალაქი ან ქვეყანა)
  • შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაცია (შეკვეთილი პროდუქტი, რაოდენობა)
  • ნებისმიერი სხვა მონაცემი, როგორიცაა პირადი პრეფერენციები, მოთხოვნები ან კომენტარები

აღნიშნულ ინფორმაციას ვიყენებთ მომხმარებელთან დასაკავშირებლად ან იდენტიფიცირებისთვის.

საბანკო ბარათის მონაცემები (ბარათის ნომერი, ვადა, CVV კოდი) ვებგვერდის მიერ არ ინახება, არ მუშავდება და არ ხდება მათზე წვდომა.

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია სხვა მიზნებისთვის, როგორიცაა მონაცემთა ანალიზი, გამოყენების ტენდენციების იდენტიფიცირება, ჩვენი სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის დადგენა და ჩვენი სერვისის, პროდუქტების, სერვისების და მარკეტინგის შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად. მონაცემთა გამჟღავნება სხვა მიზნებისთვის მოხდება მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით.

გადახდის პროცესი — Flitt

გადახდები ხორციელდება მესამე მხარის პროვაიდერის — Flitt-ის მეშვეობით:

  • მომხმარებელი გადამისამართდება Flitt-ის დაცულ გვერდზე
  • ბარათის მონაცემები მუშავდება მხოლოდ Flitt-ის სისტემაში
  • ვებგვერდს არ აქვს წვდომა ამ მონაცემებზე
  • დამუშავება ხდება PCI DSS სტანდარტის შესაბამისად

მონაცემთა შენახვა და წაშლა

მომხმარებელი უფლებამოსილია შეცვალოს ან წაშალოს პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდის oribu.ge-ს, ასევე აქვს უფლება გააუქმოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმება.

კომპანია შეინახავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ მანამ, სანამ ეს აუცილებელია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის. ჩვენ შევინახავთ და გამოვიყენებთ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.

მომხმარებლის მონაცემების მესამე მხარისთვის გადაცემა მოხდება მხოლოდ მომხმარებლის გაცხადებული თანხმობის შედეგად. თუკი მონაცემები გადაეცა მესამე მხარეს, რომელიც არ არის ასოცირებული ჩვენს ორგანიზაციასთან, ჩვენ ვერ მოვახდენთ აღნიშნულ მონაცემებში ცვლილებების შეტანას.

პერსონალური მონაცემების დაცვა ხორციელდება ევროკავშირისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციებით.

მონაცემთა უსაფრთხოება

ჩვენ ვიღებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, მათ შორის:

  • მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა
  • დაცული სერვერების გამოყენება
  • მონაცემთა დამუშავება მხოლოდ აუცილებელი მოცულობით

პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მათი დამუშავების მიზნების მისაღწევად ან კანონმდებლობით დადგენილი ვადით.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ინტერნეტით გადაცემის არც ერთი მეთოდი ან ელექტრონული შენახვის მეთოდი არ არის 100% უსაფრთხო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ კომერციულად მისაღები საშუალებები მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დასაცავად, ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას მის აბსოლიტურ უსაფრთხოებაზე.

მესამე მხარეები

მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • Flitt-ს — გადახდის განხორციელების მიზნით
  • საკურიერო ან მიწოდების სერვისებს — პროდუქციის მიწოდებისთვის
  • სახელმწიფო ორგანოებს — კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში

მონაცემები მესამე მხარეებს გადაეცემათ მხოლოდ საჭირო მოცულობით და შესაბამისი უსაფრთხოების პირობების დაცვით.

მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს:

  • მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე
  • მოითხოვოს მონაცემების გასწორება ან წაშლა
  • მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა
  • გააუქმოს თანხმობა, თუ მონაცემთა დამუშავება ეფუძნება თანხმობას

აღნიშნული უფლებების განხორციელება შესაძლებელია ვებსაიტზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.

ვებგვერდზე ვიზიტთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემების დამუშავება

მომხმარებლის IP მისამართის, ვიზიტის დროის, ბრაუზერის პარამეტრების, ოპერაციული სისტემის და სხვა ტექნიკური ინფორმაციის შესახებ ჩანაწერების შენახვა ხდება oribu.ge-ს მონაცემთა ბაზაში. აღნიშნული მონაცემები საჭიროა ვებგვერდის შინაარსის სწორად გამოსაჩენად.

მიწოდების პირობები

შეკვეთების მიწოდება თბილისში ხდება – 1 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში – 3 სამუშაო დღეში.

გარე ბმულები

ჩვენი სერვისი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებსაიტებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს. თუ მომხმარებელი გადავა მესამე მხარის ბმულზე, გადამისამართდება მესამე მხარის ვებგვერდზე, რაზეც ვრცელდება შესაბამისად მონახულებული ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ არ ვღებულობთ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ვებგვერდებზე განთავსებული პოლიტიკის შინაარსზე.

სხვა სერვისების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება

ეს ვებგვერდი იყენებს მესამე მხარის ონლაინ სერვისებს, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ახორციელებს მონაცემების შეგროვებას. აღნიშნული სერვისები მოიცავს: Google Analytics, Google Map, Facebook.com და სხვ.

აღნიშნული სერვისების მიერ შეგროვებული მონაცემების მიწოდება შესაძლოა მოხდეს ამ ორგანიზაციების ფარგლებში ფუნქციონირებადი სხვა სერვისებისთვის, რომლებმაც შესაძლოა გამოიყენონ ეს მონაცემები რეკლამების პერსონალიზირებისთვის საკუთარ სარეკლამო ქსელში. ამ ორგანიზაციების მომხმარებელთა თანხმობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მათ ვებგვერდებზე.

ჩვენ არ ვახდენთ პერსონალური მონაცემების მიწოდებას სხვა ორგანიზაციისთვის თუ სერვისისთვის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაცია

აკრძალულია არასრულწლოვანი ბავშვების პირადი მონაცემების გამჟღავნება მშობლის ან მეურვის ნებართვის გარეშე. თუკი არასრულწლოვანის მიერ პერსონალური მონაცემების ჩვენთვის მოწოდება განხორციელდება შესაბამისი ნებართვის გარეშე, უნდა დაგვიკავშირდეთ ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

კომპანიას შეუძლია დროდადრო განაახლოს ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეგატყობინებთ ამ გვერდზე ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამოქვეყნების გზით. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებები ძალაშია, როდესაც ისინი განთავსდება აღნიშნულ გვერდზე.

უკუკავშირი

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს ვებსაიტზე მითითებული საკონტაქტო მონაცემების საშუალებით.

დაბრუნების პირობები

პროდუქციის დაბრუნება და/ან თანხის ანაზღაურება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აღენიშნება დაზიანება ან წარმოების ნაკლი.

დაბრუნების მოთხოვნა ინიცირდება მექანიკური წესით: მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს კომპანიას ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო არხებზე (ელ.ფოსტა ან სხვა მითითებული საკომუნიკაციო საშუალება).

მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს:

  • შეკვეთის ნომერი
  • დაზიანების ან წარმოების ნაკლის დამადასტურებელი ინფორმაცია, ფოტომასალა ან სხვა მტკიცებულება

კომპანია ერთვება მოთხოვნის განხილვაში და იღებს გადაწყვეტილებას:

  • პროდუქტის დაბრუნებისას
  • პროდუქტის შეცვლისას
  • ან თანხის ანაზღაურების შემთხვევაში

ვადა: დაზიანების ან წარმოების ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მიმართოს კომპანიის საკონტაქტო არხებზე პროდუქტის მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

თანხის ანაზღაურება

  • თანხის ანაზღაურება ხორციელდება მხოლოდ კომპანიის დადასტურების შემდეგ
  • ანაზღაურება განხორციელდება იმავე გადახდის მეთოდით, რომლის საშუალებითაც მოხდა გადახდა
  • ტრანზაქციის საკომისიო არ გაითვალისწინება ანაზღაურების პროცესში, გადახდის სისტემის წესების შესაბამისად
  • თანხის დაბრუნება განხორციელდება 10 (ათი) სამუშაო დღის ფარგლებში დადასტურების შემდეგ

გაცვლა

პროდუქტის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმავე ან სხვა პროდუქტზე, თუ პროდუქტი აკმაყოფილებს დაბრუნების პირობებს, თან შესაბამისი ფასთაშორისის გათვალისწინებით.

კონტაქტი

დაბრუნებისა და თანხის ანაზღაურების საკითხებთან დაკავშირებით მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციაზე, მითითებული ვებსაიტზე.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემუშავებულია გადახდის სისტემების მოთხოვნებისა და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.

Shopping Cart0

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.